რუსული მედია - ყაზახეთში, ალმათის ოლქში სროლის ხმა ისმის - Palitra News

რუსული მედია - ყაზახეთში, ალმათის ოლქში სროლის ხმა ისმის

2022-01-07 15:20:18+04:00

ყაზახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ალმათის ოლქის რაიონულ ცენტრ თალდიყორღანში სროლის ხმა ისმის - ამ ინფორმაცია რუსული მედია Sputnik ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თალდიყორღანის ცენტრში, შენობოების ნაწილი კვლავ იწვის, მის ერთ-ერთ გარეუბანში კი დაპირისპირება მიმდინარეობს. Sputnik წერს, რომ თალდიყორღანში ამ დროისთვის სამთავრობო შენობები, სკოლები, უნივერსიტეტები, სავაჭრო ცენტრები და სხვა დაწესებულებები დაკეტილია.