სატეტსო სტატიის სათური იწერება აქ - Palitra News

სატეტსო სტატიის სათური იწერება აქ

2022-06-28 16:14:24+04:00

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის რეაქცია კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე ამაზრზენია.

„რუსი დიპლომატები და ოფიციალური პირები ავრცელებენ შეშლილ შეთქმულების თეორიებს და უარყოფენ, რომ დარტყმა განხორციელდა”, - წერს კულება „ტვიტერში“.

ცნობისათვის, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სარაკეტო დარტყმა ჰგავს "ბუჩას ტიპის ახალ უკრაინულ პროვოკაციას".