პიროტექნიკით დაშავებული 6 ბავშვი იყო შემოყვანილი იაშვილის კლინიკაში, მათგან 5-ის მდგომარეობა იყო მძიმე და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. 4 აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, წლიდან წლამდე პიროტექნიკით დაშავებულ ბავშვთა რიცხვი არ იკლებს.