მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გათიშავენ. მოსახლეობა დღეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა.
„დაიფიცა სრულიად მესტიის მოსახლეობამ ამ თემაზე. ყველაზე ცუდი ფაქტი, რაც გვაქვს არის ის, რომ ამ ზომას მივმართეთ, სხვა გამოსავალი სამწუხაროდ, არ დაგვიტოვეს, ეს პრობლემა არაფრით მოგვარდა და მივმართეთ უკიდურეს ზომას ხატზე დაფიცების“, - აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც ისინი აცხადებენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის სტაბილურად არ მიეწოდებათ. ამ ფაქტს კი ისინი უკანონოდ მიერთებულ მაინერებს უკავშირებენ.