2022 წლის პირველი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია დასვენების დღეებად, სააგენტო მუშაობას 10 იანვრიდან განაახლებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
მომსახურების სააგენტო 2021 წლის 31 დეკემბერს იმუშავებს 9 საათსა და 30 წუთიდან 16 საათამდე. ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში, სამი იანვრიდან ექვსი იანვრის ჩათვლით დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ათი იანვრიდან 31-ი იანვრის ჩათვლით.