18 წლის შემდეგ "მეამბოხე სულები" ეკრანს უბრუნდება - Palitra News

18 წლის შემდეგ "მეამბოხე სულები" ეკრანს უბრუნდება

2021-12-29 09:35:35+04:00

18 წლის შემდეგ „მეამბოხე სულები“ ეკრანს უბრუნდება, გახსოვთ სკოლის შემდეგ სახლში წასვლა რატომ იყო კიდევ უფრო სასურველი? სანამ მეცადინეობას დავიწყებდით, მანამდე მია კალუჩის და მისი მეგობრების ამბები უნდა გაგვეგო.

Rebelde (მეამბოხე) ასე ერქმევა განახლებულ სერიალს, რომლის პირველი სრული ტრეილერიც საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება. ნეტფლიქსმა სწორედ ამ საკულტო შოუს შთაგონებით თანამედროვე ვერსია გადაიღო, რომლის ხილვსაც სულ მალე, 2022 წლის 5 იანვარს შევძლებთ.

ახალ პროექტზე ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი მექსიკური სერიალის შთაგონებით შეიქმნა, რომელიც 2004-2006 წლებში გადიოდა მექსიკურ სატელევიზიო არხზე.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ ეს მექსიკური სერიალი არგენტინული Rebelde Way-ის (მეამბოხე სულის) მიხედვით შეიქმნა, რომელიც უფრო ადრე, 2002 წელს გამოვიდა და საქართველოშიც სწორედ ამ ლათინურ-ამერიკულმა შოუმ მოიხვეჭა სახელი.