27 წელი უსრულდება კოკა-კოლას საახალწლო რეკლამას, რომელიც პირველად 1995 წელს გამოჩნდა ეკრანებზე. უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კარგად ცნობილი გაზიანი სასმელის რეკლამა იმ დროისთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სააგენტოს დაუკვეთეს, რომელიც ფილმზე „ვარსკვლავური ომები“ მუშაობდა. მათ მიერ შექმნილი კაშკაშა მანქანა და სლოგანი „ დღესასწაულის ნამდვილი გემო“ - მალე გახდა პოპულარული. რეკლამამ უზარმაზარი მოგება მოუტანა კოკა-კოლას და დროთა განმავლობაში ახალი წლის ტრადიციულ სიმბოლოდაც იქცა. წლიდან-წლამდე მომხმარებლები ელიან კომპანიის ახალ საშობაო ან საახალწლო რეკლამას, სადაც საყვარელ სასმელთან ერთად შინაარსიანი, ფერადი და სადღესასწაულო განწყობითაც დატკბებიან.
რამდენიმე ხელმძღვანელის გამოცვლის შემდეგ, მათ შორის აზა გრიგ კენდლერი იყო, რომელმაც 19 19 წელს გადაწყვიტა კომპანიის გაყიდავა და ამჯერად ბიზნესმენთა ჯგუფმა ერნესტ ვუდროფის მეთაურობით შეიძინა Coca-Cola Company 25 მილიონ დოლარად. თუმცა გამაგრილებელი სასმელების კომპანიის ისტორიაში მისი წვლილი მნიშვნელოვნად გადაფარა ერნესტის შვილმა. 90-იანების დასაწყისში როდესაც კოკა-კოლა ყველზე ცნობილი ბრენდის სტატუსს ირგებს, საწარმოების ხელმძღვანელობა რობერტ ვურდორფს გადაეცემა. ეს უკანასკნელი კოპანიას 60 წლის განმავლობაში მართავდა და ნამდვილ ცოცხალ ლეგენდად იქცა.
Haddon Sundblom მიერ შექმნილი სანტას სახემ კი კოკა-კოლას პოპულარობა გააათმაგა, განსაკუთრებით ზამთარში საშობაო დღესასწაულზე. რაც შეეხება მის ვიზუალს, ამბობენ, რომ კოკა-კოლას სანტაკლაუსი თავად სანდლუმის პროტოტიპია, ბოთლით ხელში. მის მიერ შექმნილი ათეულობით ნამუშევარი წლების განმავლობაში არა მხოლოდ შუშხუნა დასალევს აწონებდა მსოფლიოს, ასევე სანტას ახლი სახეც შემნა, რის გამოც დღემდე ეს ბრენდი ახალ წელთან ასოცირდება, იმის მიუხედავად, რომ დასალევის პირველი ჩანაფიქრი და მიზანი გამამხნევებელი, დამამშიდებელი სიროფი იყო. ნამუშევრები რამდენჯერმე გამოიფინა სხვადასხვა სივრცეში და დღემდე ინახება ატლანტაში კოკა-კოლას მუზეუმში.