"შენს სისხლს არავის შევარჩენთ, გპირდები... " - რას წერს ვარკეთილში ქმრის მიერ მოკლული ორსულის და? - Palitra News

"შენს სისხლს არავის შევარჩენთ, გპირდები... " - რას წერს ვარკეთილში ქმრის მიერ მოკლული ორსულის და?

2021-12-23 10:45:31+04:00

ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცმა ორსული ცოლი ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილი ხუთი თვის ორსული იყო. მას 1 წლამდე ასაკის შვილი დარჩა. მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი 22 წლის ქეთი კეპულაძეა. ქეთის და მარიამ კეპულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაული არავის შერჩება.

"ჩემი ორი ანგელოზი! შენს სიხლს არავის შევარჩენთ, გპირდები! შეხვედრამდე, ჩემო ტკბილი" - წერს სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალის და ფეისბუქზე.