2020 წელს ელექტროენერგიის წარმოება 5.9%-ით, ხოლო მოხმარება 4.8%-ით შემცირდა - "საქსტატი" - Palitra News

2020 წელს ელექტროენერგიის წარმოება 5.9%-ით, ხოლო მოხმარება 4.8%-ით შემცირდა - "საქსტატი"

2021-12-23 08:21:10+04:00

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა და 11 მილიარდ 159 მილიონ 800 ათასი კილოვატ საათი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო (მშრალი) კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 11 მილიარდ 479 მილიონ 300 ათასი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.