საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით, რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - Palitra News

საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით, რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

2021-12-21 12:59:30+04:00

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მერიის ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება.