საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს. ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე შევხდა მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
კითხვაზე, ელის თუ არა, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანი იქნება, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს „ბუნებრივ პროცესად“ მიაჩნია. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.