მარკ ცუკერბერგი - მართალია, გაბედული ახალგაზრდა ბიზნესმენის მარკ ცუკერბერგის ცხოვრებითა და საქმიანობით მეტწილად ახალგაზრდები ინტერესდებიან, რადგან სწორედ მან შექმნა უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ი, რომლითაც დღეს 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მაგრამ არც უფროსი თაობის წარმომადგენლები პასიურობენ, რადგან ყველას ერთნაირად აინტერესებს საზრიანი პროგრამისტის წარმატების საიდუმლო, რომელიც 23 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა, დღეს კი, 122 მილიარდი დოლარის წყალობით მეხუთე ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ნუსხაში.