ფულის გათეთრებაში ბრალდებული ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის დასკვნითი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
დაცვის მხარეს საშუალება ექნება, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს სასამართლოს წინაში და საკუთარი პოზიცია წარმოადგინოს. როგორც ადვოკატი ამბობს, მათი მთავარი სტრატეგია სიმართლის თქმაა და იმედოვნებენ, რომ მოსამართლის მიერ მათთვის გამამართლებელი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.