Timberlands - ტიმბერლანდის ბრენდი აწარმოებს ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვისთვის.
ნატან შვარცი დაიბადა 1902 წელს უკრაინის ქალაქ ოდესაში, ებრაელ მეწაღეთა ოჯახში. რამდენიმე თაობის მიერ აწყობილი საქმე ოჯახის ნორმალური არსებობის საშუალება იყო.
შვარცის ოჯახი მონდომებით ქმნიდა პროდუქტს, რომლის გაუმჯობესებით წლიდან წლამდე აოცებდა გარშემომყოფებს. რა თქმა უნდა საქმეს დაწყებისთანავე არ მოუტანია მოგება, თუმცა მისი სიმცირის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანდათან თანამშრომელთა რიცხვი იზრდებოდა, ფეხსაცმლის ხარისხიდან გამომდინარე კი მისი წარმოების რაოდენობა დღეში 100 წყვილამდე გაიზარდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ასეთი ტიპის საწარმოები იმ დროისათვის რამდენიმე ასეული იყო და თითოეული მათგანი ცდილობდა შეენარჩუნებინა მყიდველი და ადგილი საბაზრო სივრცეში, თუნდაც ძალიან მცირე. თუმცა 1965 წელს მომხდარმა ფაქტმა კომპანიის პერსპექტივები მნიშვნელოვნად შეცვალა. 63 წლის ნათან შვარცი გამუდმებით ცდილობდა მის მიერ წარმოებული პროდუქციის დახვეწას, ნიუანსების გაუმჯობესებას, ტექნოლოგიურად ინოვაციური საშუალებებით სამუშაო პროცესის გაადვილებას, რაც მისი ნაწარმის ხარისხზე აისახებოდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში შრომის სიმძიმე თითქმის შეუმჩნეველი რჩებოდა ფართო საზოგადოებისათვის.