გავანგრევთ ამათ, აბა რას ვუზამთ და მალე შევხვდებით! - წერს ირინა სარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს - Palitra News

გავანგრევთ ამათ, აბა რას ვუზამთ და მალე შევხვდებით! - წერს ირინა სარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს

2021-12-10 10:39:57+04:00

"მეც მადლობა, მიშა! მეც ბოდიში! მეც ძალიან მიყვარხარ! გავანგრევთ ამათ, აბა რას ვუზამთ და მალე შევხვდებით!", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქ“ გვერდზე და მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილ წერილის ფოტოს აქვეყნებს.

მესამე პრეზიდენტი, ირინა სარიშვილს ბოდიშს უხდის, რომ აქამდე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ ერთმანეთს.

"უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან მაგარი პოსტებისთვის. ბოდიში, რომ აქამდე ვერ შევხვდით, მაგრამ იცოდე ძალიან მიყვარხარ. დარწმუნებული ვარ, გავანგრევთ ამათ, გკოცნი", - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში.