Guardian-თან ინტერვიუში ოსკაროსანმა მსახიობმა და პროდიუსერმა ჯორჯ კლუნიმ განაცხადა, რატომ თქვა უარი თქვა 35 მილიონ დოლარზე, რომელსაც ერთი დღის მუშაობის სანაცვლო უხდიდნენ.
"ავიაკომპანიის რეკლამაში მონაწილეობისთვის, რომელსაც მხოლოდ ერთი სამუშაო დღე სჭირდებოდა, 35 მილიონ დოლარს მთავაზობდნენ. ამის შესახებ ჩემს ცოლს (ცნობისთვის, კლუნის ცოლი ადვოკატია ადამიანის უფლებების მიმართულებით) ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ შემოთავაზებაზე არ უნდა დავთანხმებულიყავი. ეს რეკლამა ისეთ ქვეყანას უკავშირდებოდა, რომელიც სხვებთან კი თანამშრომლობს, მაგრამ მაინც საეჭვო რეპუტაცია აქვს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ თუ მონაწილეობა ერთი წუთით მაინც არ მომცემდა მშვიდი ძილის საშუალებას, მაშინ არ ღირდა", — ამბობს კლუნი.
უნდა აღინიშნოს, რომ სამსახიობო კარიერის გარეთ ჯორჯ კლუნის მუშაობა მისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს წარმოადგენს. Nespresso-ს რეკლამაში მონაწილეობამ მსახიობს 40 მლდ დოლარი მოუტანა, ხოლო საკუთარი ტეკილას მწარმოებელი კომპანიის, Casamigos-ის, გაყიდვით კლუნმა მილიარდი დოლარი მიიღო.