"ნიუ ჰოსპიტალსმა" 10 წლის იუბილე აღნიშნა - Palitra News

"ნიუ ჰოსპიტალსმა" 10 წლის იუბილე აღნიშნა

2021-12-06 14:14:55+04:00

„ნიუ ჰოსპიტალსი პაციენტებზე ზრუნვის 10 წელი“, მრავალპროფილურმა კლინიკამ დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა. ამ დროის მანძილზე „ნიუ ჰოსპიტალსმა“ არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

კლინიკის მთავარ ამოცანას პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდება წარმოადგენს, რაც მაღალი პროფესიონალიზმისა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა.

კლინიკაში 280 სტაციონარული ადგილი და 90 კაბინეტიანი ამბულატორია ფუნქციონირებს. საზეიმო ღონისძიებაზე კლინიკის დირექტორმა - გიორგი რამიშვილმა მედპერსონალი სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა.