2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება - Palitra News

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება

2021-12-06 09:15:19+04:00

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დღეს დაიწყება და 10 დეკემბერს დასრულდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელსაც პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ტესტირება ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან გაიარონ. ამისათვის მათ უნდა გამოიყენონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ბმული შესაბამისი განრიგის მიხედვით.

სისტემა მთელი დღის განმავლობაში, 9 საათიდან 20 საათამდე იქნება გახსნილი და მოსწავლე შეძლებს ტესტზე მუშაობა მისთვის სასურველ დროს დაიწყოს. მიღებულ ქულას ოლიმპიადაში მონაწილე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს.