თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციამ დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა. ბოიკოტის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხდომათა დარბაზში მათი გარდაცვლილი კოლეგის, ნუგზარ ფიტკარაძის გამოსახულებიანი მაისურებით შევიდნენ და უმრავლესობას ბრალდებები წაუყენეს. სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრებმაც. "ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით კი, ოპოზიცია რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ისევ პოლიტიკური შოუს დადგმას ცდილობს.