სამ პირს, რომლებიც საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს, პატიმრობა შეეფარდათ.
შსს-ს ინფორმაციით, ორი პირი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, ერთი კი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.