მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა , - ასე აფასებს დღევანდელს სასამართლო სხდომას მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი გიორგი მუჯირი.
მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილია 49 ბაინდერად დოკუმენტაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ ბიუჯეტის თანხების კომფორტისა და ფუფუნებისთვის გახარჯვას ასახავს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებაში მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. სამართლებრივი საფუძველი ამ დანახარჯს არ გააჩნდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ ითვლება ჰილარი კლინტონისათვის 3 - ლარიანი ჩაით გამასპინძლება დანაშაულად“, პროკურორი პასუხობს:
„სად არის მითითებული, რომ ჰილარი კლინტონზეა გადახდილი თანხა? თქვენ თუ მაჩვენებთ „ჩეკს“, სადაც ქართული თხილი და „რედბულია“ შეძენილი, მსგავსი „ჩეკი“ არის 49 ბაინდერი, მაგრამ თქვენ თუ მაჩვენებთ, რომ „რედბული“ დაალევინეს ჰილარი კლინტონს და ეს აქ არის მითითებული, მაგ შემთხვევაში გაგცემთ პასუხს“.