დგას თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება? - Palitra News

დგას თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება?

2021-12-01 12:28:36+04:00

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ოპოზიციას გაუჩნდა მოლოდინი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილი ამბიციური საარჩევნო რეფორმა აღარ შესრულდება.

მმართველი პარტია ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერი და მისი ამოქმედების დრო მთლიანად ოპოზიციის ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული - რა შანსი აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენაზე და რას აპირებს ოპოზიცია.