ამ წუთებში პროკურატურაში ბრიფინგი მიმდინარეობს - Palitra News

ამ წუთებში პროკურატურაში ბრიფინგი მიმდინარეობს

2021-11-30 17:02:42+04:00

პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და „ფულის გათეთრების“ ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები დააკავა.აღნიშნულის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც პროკურორმა თამარ იაკობიძემ განმარტა, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“. აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განისაზღვრა.