ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2023 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება - Palitra News

ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2023 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება

2021-11-30 11:09:44+04:00

ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით - ამჯერად, 2023 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება.

“საგადასახდო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს და მიიღებს. ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ბოლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა.