ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პოლიციამ, მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსის „ფეისბუკ“ გვერდზე ვრცელდება.„გიგი უგულავა მარნეულშია გადაყვანილი. პოლიციამ თბილისში ადგილები არ გვაქვსო,“ - ნათქვამია „ფეისბუკ“ სტატუსში.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.