„ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკი მასპინძლობს - Palitra News

„ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკი მასპინძლობს

2021-11-27 16:26:37+04:00

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება. ფესტივალში 150-მე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის, 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2020 წლის მოსავლის ღვინოები დააგემოვნებინეს. ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. ფესტივალი, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო.