გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის მეშვიდე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სახალხო დამცველის დასკვნა მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცესსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სწორედ დღეს გახდება ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილის საკითხს ეხმაურება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. გორის სამხედრო ჰოსპიტალში კი უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ექს-პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოინახულა.