ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის აღმასრულებელი დირექტორი რობ ბატლერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და პირბადეების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, ამით ევროპის რეგიონში, ზამთრის პერიოდში, დაახლოებით 160 000 ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი. მისი თქმით, ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით კი 30 კვირის შემდეგ ქვეითდება. მან აღნიშნა, რომ ევროპაში პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 48 პროცენტია.
რობ ბატლერის განცხადებით, ვირუსის სწრაფად გავრცელებას „დელტა“ ვარიანტიც უწყობს ხელს, რომელზედაც ამჟამად, ევროპაში დაფიქსირებული შემთხვევების 99%-ი მოდის.