ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, პროცესში ზედამხედველობის მიზნით ცაერთვება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კონსილიუმს ომბუდსმენის კონსილიუმი ე.წ. მეორე მოსაზრებას წარუდგენს.