აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი კოვიდ 19-ით ინფიცირების მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ამ ქვეყანაში დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი, რომელსაც ვაქცინაცია შეუძლია, თუმცა აცრილი არ არის, რაც დაუცველს ხდის არა მხოლოდ არავაქცინირებულებს, არამედ ვაქცინირებულებზეც გადადის,“- აღნიშნა ფაუჩიმ.
მისი თქმით, დასკვნა არის ის, რომ არავაქცინირებულები უნდა აიცრან, მათ კი, ვინც უკვე ვაქცინირებულია, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა მიიღონ.