ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის მოსახლეობას მშობლებისა და ბებია-ბაბუების აცრისკენ მოუწოდებს.
"ჩატარებული 1 მილიონი აცრიდან 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი მხოლოდ 29%-ია. ამის ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მიხედვით საქართველოს პირველი ადგილი. თქვენ არ იცრებით არ იცრებით, თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით! ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის გთხოვთ!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.