საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება - ამ მთავარი გზავნილით ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან მოძრაობა სირცხვილია საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გამოსვლის პარალელურად აქტივისტები საგარეო უწყების პირველი პირისგან მკაფიო პასუხებს ითხოვენ, გადაუხვია თუ არა საქართველომ პროდასავლურ კურსს.