ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ ხელისუფალმა "ქართული ოცნების" ე.წ. პოლიტიკური ელიტის სახით თავს მოგვახვია ერთგვარი პოლიტიკური სუროგატი, რომელსაც არა აქვს არც სუნი, არც გემო,არც ფერი. "ხელისუფალმა "ქართული ოცნების" ე.წ. პოლიტიკური ელიტის სახით თავს მოგვახვია ერთგვარი პოლიტიკური სუროგატი, რომელსაც არა აქვს არც სუნი, არც გემო,არც ფერი. მხოლოდ ფორმა აქვს. ამას გვაჭმევს და ცდილობს დაგვავიწყოს ნატურალური პროდუქტი. დაგვაჯეროს, რომ ის მავნეა ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამაშია მისი ტაქტიკური ძალა და სტრატეგიული სისუსტე", - წერს გია ხუხაშვილი.