სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 53.8%-ით, წარმოება კი 40%-ით გაიზარდა - Palitra News

სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 53.8%-ით, წარმოება კი 40%-ით გაიზარდა

2021-11-19 08:24:17+04:00

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება, იმპორტი კი მინიმალურ მაჩვენებელზეა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში ქვეყანამ მთლიანად მილიარდ 444 მილიონ 126 ათასი კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53,8%-ით მეტია, შარშან ოქტომბერში მოხმარებამ 936.552 მლნ კვტ-სთ შეადგინა.

ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 851.507 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა მილიარდ 192 მილიონ 333 ათასი კვტ-სთ შეადგინა, ზრდა კი 40%-ია.

რაც შეეხება იმპორტს, წელს ოქტომბერში ქვეყანამ მხოლოდ 8.413 მლნ კვტ-სთ დენი იყიდა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 122.607 მლნ კვტ-სთ.