რუსეთი დღეს ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების პირველ პარტიას ჩაიტანს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ქაბულში რუსეთის ელჩის დიმიტრი ჟირნოვის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთი 36 ტონა საკვებს, მედიკამენტებსა და სხვა აუცილებელი საჭიროების პროდუქციას მოიცავს.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სპეციალური რეისები ავღანეთში ჩაიტანს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ მომზადებულ ჰუმანიტარული ტვირთის დიდ პარტიას. მასში შედის საკვები, მედიკამენტები და აუცილებელი მოხმარების პროდუქცია. პირველი პარტია, 36 ტონა ,18 ნოემბერს ჩავა. შემდეგ იქნება კიდევ ორი გადაზიდვა, საერთო ჯამში, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოხდება“, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.
მისი თქმით, „თალიბანმა“ რუსეთის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ დახმარება გაჭირვებულ მოქალაქეებს გაუნაწილდებათ.