ჟურნალ Time-მა 2021 წლის 100 საუკეთესო გამოგონება დაასახელა. სიაში მოხვდა მოწყობილობები და ნივთები, „რომლებსაც ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება, გამარტივება ან გამრავალფეროვნება შეუძლიათ“.წელს გამოგონებები 27 კატეგორიად დაიყო, მათ შორის არის „სილამაზე“, „აპლიკაციები“, „ხელმისაწვდომობა“, „დიზაინი“, „განათლება“, „გართობა“, „ჯანმრთელობა“ და სხვა.გამოგონებებს შორის მოხვდა მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ჯანმომ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაამტკიცა; Apple M1-ის პროცესორი, გადამუშავებული ბოთლებისგან დამზადებული Lego; ტექსტის გახმოვანების მოწყობილობა და ა.შ.