წყალდიდობის გამო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - Palitra News

წყალდიდობის გამო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

2021-11-18 09:57:21+04:00

წყალდიდობის გამო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

BBC-ის ინფორმაციით, პროვინციაში აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სტიქიურმა უბედურებამ საავტომობილო და საკრინიგზო გზები ჩახერგა.

სტიქიური ზონაში ჩარჩენილი ათასობით ადგილობრივის გამოყვანას მაშველები და სამხედროები 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ. ბოლო მონაცემებით სტიქიურ უბედურებას მინიმუმ 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაკარგულად ითვლება.