აშშ და ჩინეთი ერთმანეთის ჟურნალისტებისთვის სამგზავრო და სავიზო შეზღუდვების შემსუბუქებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრ სი ძინპინს შორის გამართულ შეხვედრაზე დაიდო.
მიღწეული შეთანხმებით აშშ-სა და ჩინეთის ჟურნალისტებს ამ ორ ქვეყანაში შესვლა და გადაადგილება უფრო თავისუფლად შეეძლებათ. ასევე, ორივე სახელმწიფო ჟურნალისტებისთვის ვიზის მოქმედების ვადას სამი თვიდან ერთ წლამდე გაახანგრძლივებს.
გასული წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ჩინეთის სახელმწიფო მედია ორგანიზაციების კლასიფიკაცია, როგორც „უცხოური მისიები“. ხუთ მედია საშუალებას ნებისმიერი საკუთრების შესაძენად სჭირდებოდა თანხმობის მოპოვება, ასევე უნდა წარედგინათ თანამშრომლების სრული სია. ჩინეთმა გადაწყვეტილებას "პოლიტიკურად მოტივირებული ჩაგვრა“ უწოდა.
ერთი თვის შემდეგ ჩინეთმა ქვეყნიდან აშშ-ს 13 ჟურნალისტი გამოაძევა.