აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუგვარებელი საკითხების გადასაჭრელად პირდაპირი და კონსტრუქციული ჩართვისკენ მოუწოდებს.
„შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ცნობებით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის, მოსაგვარებლად,“- წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ცეცხლის გახსნაში სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.