"მთელი დღე ვიტირებ... საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში" - ბრიტნი სპირსი 13-წლიანი მეურვეობისგან თავისუფალია - Palitra News

"მთელი დღე ვიტირებ... საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში" - ბრიტნი სპირსი 13-წლიანი მეურვეობისგან თავისუფალია

2021-11-17 10:27:12+04:00

პარასკევს, 12 ნოემბერს, ლოს-ანჯელესის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრიტნი სპირსი საბოლოოდ გათავისუფლდა მეურვეობისგან.

კანონიერი მეურვეობის ქვეშ ბრიტნი სპირსი 2008 წლიდან, თითქმის 14 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.ამ სიახლემ 39 წლის პოპვარსკვლავის ფანები იმდენად გაახარა, რომ ქუჩაში გამოსვლებით აღნიშნეს სასამართლოს გადაწყვეტილება.

"მთელი დღე ვიტირებ... საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში", — ამ წარწერით გააზიარა ბრიტნიმ ტვიტერზე თავისი ფანების ზეიმის ვიდეო.

ბრიტნის კანონიერი მეურვე 2008 წელს მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაუნიშნეს, რის შემდეგაც მის ფინანსებს, კარიერას და სამედიცინო საკითხებსაც კი მამამისი განკარგავდა.

როგორც BBC წერს, უახლოეს მომავალში დროებითი მეურვე დაეხმარება ბრიტნის, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროს, წლის ბოლომდე კი მას ეს წარმომადგენელიც ჩამოშორდება.