17 ნოემბერს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი „ახალ თეატრში“ მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე და ლაშა დეისაძე.შემოსული თანხა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრის, სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი ლასხიშვილის ისტორიული მემუარების გამოცემას მოხმარდება. წიგნში მოთხრობილია მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორია.