საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება - Palitra News

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

2021-11-16 09:55:23+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ადვოკატი ამბობს, აღნიშნულ საქმეზე უკვე თითქმის ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარუდგინეს და ამ დრომდე სასამართლო პროცესს არ ნიშნავდნენ. ადვოკატის შეფასებით, ამ საქმეზე მესამე პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდება და პროცესი მხოლოდ პროპაგანდულ მიზნებს ემსახურება.

ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლების დისკურსია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში და აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდეს, რომ საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს.