მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საგადამხდელო ამერიკული კომპანია MasterCard-ი, 2022-2024 წლებში შემოსავლების 20%-ზე მეტით ზრდას მოელის. ამის შესახებ საუბარია კომპანიის დოკუმენტებში, რომელიც მან ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიას მიაწოდა. კომპანია ამავე პერიოდისთვის მისი საოპერაციო მარჟის 50%-იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო მოგების ზრდის ტემპი 30%-იან დიაპაზონშია ნავარაუდევი.
MasterCard 255 ტრილიონ დოლარად აფასებს გადახდების ბაზრის პოტენციალს, რომელშიც ბევრი გამოუყენებელი შესაძლებლობა ამ დრომდე რჩება. ამ შესაძლებლობების გათვალისწინებით კი აპირებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას სამომხმარებლო სექტორში. MasterCard-ი პოზიტიურად აფასებს საკუთარ პოტენციალს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ფულადი გადარიცხვები, კომერციული ოპერაციები და გადახდები.
ამას გარდა, კომპანია გეგმავს განავითაროს მომსახურების ბიზნესი, რომელიც როგორც მოსალოდნელია, წელს კომპანიას 6,5 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს.