საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც სამწუხაროა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული ვიდეოკადრების გავრცელება ხელს არ უწყობს ვითარების განმუხტვას.