ელენე ხოშტარია შიმშილობას არ წყვეტს და კვლავ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. პოლიტიკოსმა ყოფილ პრეზიდენტს, მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო მადლობა გადაუხადა.
რაც შეეხება თავად მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოშტარია აცხადებს რომ თავს მხნედ გრძნობს, ერთ-ერთი კრიტიკული მაჩვენებელი გამოსწორდა და გადასხმების გაკეთება შეწყვიტა.