სტრასბურგის სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
ოპოზიციის თქმით. გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა აღნიშნული ის ფაქტი, რომ ციხეში მყოფი ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე აბოსულუტური პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობას პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებენ. მათივე თქმით, არამხოლოდ სტრასბურგის სასამართლო არამედ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ექს პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.