ჩინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრი, შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, დიდთოვლობას, ხოლო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქარბუქს პროგნოზირებს. ამასთან, ზოგიერთ რაიონში, 24 საათში, 45 მმ თოვლი მოვიდა. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მოსალოდნელი სიცივე გამოიწვევს ტრანსპორტის პრობლემებსა და გრიპის გავრცელებას.ჩინეთის ამინდის სააგენტომ განაცხადა, რომ ტემპერატურა 14 ° C-ით შემცირდა, რაც მოიცავს პეკინიდან შანხაისა და გუანჯოუს ტერიტორიებს. კვირას საღამოს მოსალოდნელია ყველაზე დაბალი ტემპერატურა. პეკინში, ადგილობრივმა მოსახლეობა, სეზონის პირველ თოვლს, 23 დღით ადრე შეხვდა, ვიდრე ჩვეულებრივ, წინა წლებში.