გზა სრულად ამართლებს დასახელებას, რადგან ადგილობრივების ენაზე ის "სიკვდილის გზას" ნიშნავს! იუნგის გზაზე უამრავ მემორიალურ ნიშანს შეხვდებით, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 300 კაცი იღუპება...დამცავი ჯებირების არარსებობა, წვიმა, ნისლი და ტალახის თუ ქვის მასები ჩრდილოეთ იუნგის ყოველდღიურობაა, რაც ამ მონაკვეთს მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზის სტატუსს ანიჭებს.ღელტეხილი ზამთრობით ხშირად იკეტება, თუმცა მაშინაც კი, როცა მოძრაობა ნებადართულია, ზოჯი ლა პასზე მგზავრობა დიდ რისკთან არის დაკავშირებული: სივიწროვის გამო გზა ცალმხრივია და მძღოლები რიგრიგობით გადაადგილდებიან! სწორედ ეს არის ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.