ეკატერინე გორგოძე Argentina Open-ის გამარჯვებულია - Palitra News

ეკატერინე გორგოძე Argentina Open-ის გამარჯვებულია

2021-11-10 10:18:48+04:00

ეკატერინე გორგოძემ საასპარეზო კვირა წარმატებით დაასრულა და კიდევ ერთი ტიტული მიითვალა - რუმინელ ირინა ბარასთან ერთად, ამჯერად WTA 125 Argentina Open-ის გამარჯვებული გახდა, - ინფორმაციას ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გორგოძე WTA წყვილთა თანრიგის განახლებული რეიტინგით 69-ე პოზიციაზეა, ერთეულთა თანრიგში კი 154-ე ადგილს იკავებს.

დღეიდან ახალი სათამაშო კვირა დაიწყო და ქართველმა ჩოგბურთელებმა სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობა განაგრძეს - საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 22-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის სეზონი დაასრულა და 2022 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოემზადება.