ამერიკელი რეპერის, ტრევის სკოტის, ყოველწლიურ ფესტივალ Astroworld-ზე წელს ტრაგედია მოხდა. ქალაქ ჰიუსტონში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიამ ნელ-ნელა დაიწყო სცენისკენ მჭიდროდ სვლა. ჭყლეტისგან გამოწვეულ პანიკასა და ქაოსში კი, ოფიციალური უწყებების ცნობით, ასობით ადამიანი დაშავდა, რვა კი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის მოზარდი. ტერიტორიაზე ჰიუსტონის პოლიციის განყოფილების 528 თანამშრომელთან ერთად, ამას 755 კერძო დაცვის თანამშრომელი უზრუნველყოფდა.კონცერტს 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, აუდიტორიაში ჭყლეტა კი საღამოს ცხრა საათის შემდეგ, "გაურკვეველი მიზეზით" დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით, მიზეზების საპოვნელად ისინი კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ, მათ შორის, დრონით გადაღებულს.თუმცა, The Hollywood Reporter-ის ორი წყარო იუწყება, რომ იქ, საიდანაც ქაოსი დაიწყო, პოლიცია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების კვალს ეძებდა. რადგან ძიება კონკრეტულ ადამიანებს არ მიემართებოდათ, წყაროები ვარაუდობენ, რომ დამსწრეები თავდასაცავად გარბოდნენ.